მათემატიკის (1-6 კლ.) წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.
➡️ 2022 წლის 23-28 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მათემატიკის წამყვანი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლების დაწყებით საფეხურზე წამყვანი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო ვაშალომიძე.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა განივითარონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები; გაეცნონ მათემატიკის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: 
• კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
-    მათემატიკის სასკოლო კურიკულუმის ძირითადი კომპონენტები; 
-    სასკოლო კურიკულუმის შექმნის და განვითარების მეთოდოლოგია;
-    მათემატიკის დაწყებითი საფეხურის ცალკეული საკითხების სწავლების სპეციფიკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის;
-    კითხვის სტრატეგიების გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას;
-    მათემატიკური შინაარსის, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 70%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 27 ივლისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.