სკოლამდელი განათლების ტრენინგი ბათუმში

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

2022 წლის 18-20 და 25-27 ნოემბერ ქ. ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებისათვის დაიგეგმა ტრენინგ-კურსის 1-ლი მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო 

სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები.

 ონლაინ ტრენინგს „ზუმის“ პლატფორმაზე ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - მზია სალაძე. მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

 1-ლი მოდულის თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები,  პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.

✅  25 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე.

✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.