დასრულდა ტრენინგი რუსული ენის წამყვანი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ასრულებს 2022 წლის ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის  5-10 დეკემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი რუსული, როგორც უცხოური ენის მოქმედი წამყვანი მასწავლებლების ჯგუფისათვის.  

➡️ ტრენინგ-მოდულს: პროექტზე და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება  რუსული ენის გაკვეთილზე წამყვანი მასწავლებლებისათვის ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი მსხილაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
ტრენინგ-კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:
გაეცნონ პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის ხერხებს სასწავლო პროცესში;

გაეცნონ და შექმნან  ინტეგრირებულ სასწავლო პროექტები;

სწავლა-სწავლების პროცესში მაიკროსოფტის სხვადასხვა სერვისის გამოყენება.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას;

შექმნიან  ინტეგრირებულ სასწავლო პროექტებს; 

შეძლებენ დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
დაესწროს ტრენინგის 70%-, მინიმუმ 4 სესიას;
გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ 9 დეკემბერს  ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო  დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.