პრეზენტაცია ცერნის შესახებ ქობულეთის ფიზიკის პედაგოგებისათვის

2022 წლის 26 დეკემბერს ქობულეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში ჩატარდა შეხვედრა/პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“.

პრეზენტაციას უძღვებოდა ბათუმის მასწავლებლის სახლის 2020 წლის ცერნში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული, სოფელ ქობულეთის ფიზიკის პედაგოგი - ნაირა მახარაძე, რომელიც 2022 წლის 27 ნოემბრიდან - 3  დეკემბრამდე სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire).

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ზოგადი ინფორმაცია ცერნის შესახებ და დაარსების ისტორია, ცერნის ამაჩქარებლები, დიდი ადრონული კოლაიდერი, ცერნის ლაბორატორიების მეცნიერული მიღწევები.

საკითხებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიაში გადაიზარდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ქობულეთის რესურს ცენტრის უფროსის -  მადონა გოგიტიძე, ქობულეთის საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგები.

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელთა  ცერნში სტაჟირების პროგრამა 2023 წელსაც იგეგმება.