ანგარიში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მიერ 2022 წელში გაწეული საქმიანობის შესახებ

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი საქმიანობას ახორციელებს ორი ძირითადი მიმართულებით: სახელმწიფო ენების - ქართული, აფხაზური, უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსები, შესაბამისად 2022 წელში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარმოგიდგენთ აღნიშნული ორი მიმართულების მიხედვით.

  • ახელმწიფო ენების, უცხოური ენებისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების  მიმართულება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ ქ. ბათუმში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა  მუნიციპალიტეტში ახორციელებს სახელმწიფო და უცხოური ენების, კომპიუტერისა და TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი უფასო კურსების მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადებას.

აღნიშნულ პროგრამებზე მსმენელებად მიიღება საქართველოს მოქალაქეები, რომელთა მინიმალური ასაკია 18 წელი. კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ადგილზე ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდის“ ოფისში, ასევე ონლაინ რეჟიმში, „აჭარის განათლების ფონდის“ ვებ-გვერდის www. aef.ge საშუალებით.

2022 წლის პერიოდში ზემოთ აღნიშნული კურსების  (სახელმწიფო და უცხო ენები : ქართული, აფხაზური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, რუსული; კომპიუტერი - Microsoft Word, Excel, MS PowerPoint, ინტერნეტი, ელ-ფოსტა) მიმართულებით როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში კერძოდ:  შუახევში  გადამზადდა:

  

  • ინგლისური ენის უფასო შემსწავლელი კურსი - 452 მსმენელი;
  • გერმანული ენის უფასო შემსწავლელი კურსი - 101 მსმენელი;
  • ფრანგული ენის უფასო შემსწავლელი კურსი - 32 მსმენელი;
  • თურქული ენის უფასო შემსწავლელი კურსი - 182 მსმენელი;
  • რუსული ენის უფასო შემსწავლელი კურსი - 210 მსმენელი;
  • კომპიუტერის  უფასო შემსწავლელი კურსი - 180 მსმენელი;
  • აფხაზური ენის უფასო შემსწავლელი კურსი - 52 მსმენელი.

 

 

2022 წელს ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდში“ კომპიუტერის უფასო შემსწავლელი კურსი დამატებით გაიარა ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებმა მათთან შეთანხმებული ახალი სილაბუსით რომელიც მოიცავდა 30 აკადემიურ საათს. (მსმენელთა რაოდენობა 128)

 

ქართული ენის უფასო შემსწავლელი კურსი. აღნიშნული კურსით სარგებლობა შეუძლია  მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული არ წარმოადგენს მშობლიურ ენას. მოცემული კურსის ფარგლებში 2022 წელს გადამზადდა - 134 მსმენელი.

 

უსინათლო და მცირე მხედველთათვის კომპიუტერის ხმოვანი პროგრამით სწავლების კურსი.  მოცემული კურსის ფარგლებში 2022 წელს პროგრამით ისარგებლა 9 მსმენელმა.

 

საერთო ჯამში, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდში“ 2022 წელს სახელმწიფო და უცხოური ენების, კომპიუტერის უფასო შემსწავლელი კურსების მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამით ისარგებლა და გადამზადდა  1480 მოქალაქე.