მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები დასრულდა

აჭარის განათლების ფონდში დასრულდა მასწავლებელთა  კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსები გამოცდაზე დარეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის.
ბათუმის მასწავლებლის სახლში 17 ივლისიდან  - 22 ივლისამდე მიმდინარეობდა შემდეგი ტრენინგები: 
- ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში; ტრენერი - ნინო ალანია;
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მუსიკაში; ტრენერი ლალი კონცელიძე;
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სპორტში; ტრენერი გივი კერესელიძე
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფიზიკაში; ტრენერი ქეთევან ბასილაძე;
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ქიმიაში; ტრენერი ნუკრი კობახიძე.
 
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. 
ტრენინგის ბოლო დღეს  კომპიუტერთან შეასრულეს გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალება.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებდნენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები.
ამით აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტრენინგები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის.