სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგი

2018 წლის 6-7 ოქტომბერს და 13 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ბათუმის საჯარო და კერძო  სკოლების ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგი.
ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნათია თავდგირიძე.
მსმენელებმა მოისმინეს ორი მოდული: 
1. „ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან“ - 8 სთ. საკითხები: საბიბლიოთეკო რესურსების სასწავლო პროცესში ეფექტურად ინტეგრაციისა და გამოყენების ხელშეწყობა; სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები, სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაში ბიბლიოთეკის ჩართულობის ხარისხი და მნიშვნელობა; მასწავლებლებთან ერთად განსახორციელებელ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობები, მოსწავლეების ეფექტურ მკითხველებად ჩამოყალიბებისა და სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობის პროცესში მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები. 
2. „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“ - 4 სთ. საკითხები: შემოქმედებითი კლუბები, ვებ-პროექტები, სადისკუსიო კლუბები და ა.შ. სამუშაო გეგმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები (მიზანი, მისაღწევი შედეგი, საქმიანობები, რესურსები, შემოწმების წყაროები, და ა.შ.), მათი დანიშნულება და დოკუმენტირება; მსმენელები შექმნეს ღონისძიებათა გეგმის მონახაზები და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე. მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
ტრენინგის მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. 
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. გასაძლიერებელია სკოლის ბიბლიოთეკარის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საქმეში.
სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.