მასტერ-კლასი უმცირესობათა ენების მასწავლებელთათვის

2018 წლის 13 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში  ჩატარდა  მასტერ-კლასი უმცირესობათა ენების (რუსული ენის) მასწავლებელთათვის.
მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმცირესობათა ენების ექსპერტ-კონსულტანტი ნინო ფეტვიაშვილი. 
პროფესიული განვითარებისაკენ მიმართული აქტივობები განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როცა ისინი ეფუძნება მასწავლებელთა კონკრეტულ პროფესიულ და საგნობრივ საჭიროებებს მოცემულ მომენტში და აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.            უმცირესობათა ენების სწავლება დღევანდელ დღეს პრობლემური საკითხია. არ არსებობს სახელმძღვანელოები, რომლებიც ესგ-ის სტანდარტის შესაბამისია, მასწავლებლები ნაკლებად იცნობენ სტანდარტს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ამ საგნის პედაგოგთა სხვა საჭიროებებიც,
მასტერკლასის შედეგად მონაწილეები გაეცვნენ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმას; პრაქტიკულად განახორციელეს ინტერაქტიური სწავლების მეთოდები და მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს რეკომენდაციები. 
მონაწილეებმა  აქტივობები გააანალიზეს ორი პოზიციიდან - მოსწავლეების და მასწავლებლების. იმსჯელეს აქტუალობაზე, შესაძლო რისკებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე. მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
მასტერ კლასის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ტრენინგის მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - გიული  მიქელაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.
მასტერ-კლასის ხანგრძლივობა იყო 4 საათი.