აჭარის პედაგოგთა V რეგიონული კონფერენცია

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს აჭარის პედაგოგთა V რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას! 
კონფერენცია სახელწოდებით:  „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები” გაიმართება 2018 წლის 21-23 დეკემბერს.
კონფერენციის მიზანია: მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება; სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება.
 
 
 
კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
სწავლების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება (ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი მიმართულებები)
ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების გამოცდილება;
ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
განათლების მართვის აქტუალური საკითხები.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება  შეუძლია:
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს, 
საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპეც. მასწავლებლებს;
სკოლების ადმინისტრაციის  და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს. 
 
წარმოდგენილი თემები უნდა ეფუძნებოდეს აპლიკანტების პედაგოგიკურ გამოცდილებას და მათ მიერ 2017-2018 წ.წ. სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებს. 
მომხსენებლებს კომისია შეარჩევს  გასაჯაროვებული კრიტერიუმების საფუძველზე.
მომხსენებელთათვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც სკოლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელს მიანიჭებს შესაბამის კრედიტქულას.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართებზე  მოთხოვნილი ფორმატის შესაბამისად მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. 
 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულებს....

კონფერენციის განაცხადი

წარსადგენი დოკუმენტაცია და შეფასების კრიტერიუმები

რეგისტრაციის ფორმა...