ტრენინგი სკოლის დირექტორებისათვის

2018 წლის 13-14 და 20-21 ოქტომბერს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა  სკოლის საქმისწარმოების ტრენინგ-მოდული ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო და კერძო სკოლების  დირექტორთათვის.
ტრენინგის მსმენელებმა მოისმენეს სამი მოდული: 
1. „სკოლის საქმისწარმოება, კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება“. (8 სთ.) განსახილველი საკითხები: სკოლაში წარმოებულ კორესონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი. 
2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.) განსახილველი საკითხები: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები. 
3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) განსახილველი საკითხები: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.
მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. 
ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი მიღებენ ცნობას.
ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი მარიზა აბაშიძე. 
21 ოქტომბერს  ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სკოლის პერსონალის მიმართულების კოოდინატორი - ირმა მახარაძე და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.