სკოლის ბიბლიოთეკართა ტრენინგი ქედაში

2018 წლის 10-11 ნოემბერს და 17 ნოემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ეგიდით დაბა ქედის საჯარო სკოლაში დაიგეგმა და  ქედის სკოლების ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგი, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე არის გადმოცემული.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. გასაძლიერებელია სკოლის ბიბლიოთეკარის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საქმეში.
ტრენინგს ატარებს ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნათია თავდგირიძე.
მსმენელები მოისმინენ ორ მოდულს: 
1. „ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან“ - 8 სთ. საკითხები: საბიბლიოთეკო რესურსების სასწავლო პროცესში ეფექტურად ინტეგრაციისა და გამოყენების ხელშეწყობა; სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები, სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაში ბიბლიოთეკის ჩართულობის ხარისხი და მნიშვნელობა; მასწავლებლებთან ერთად განსახორციელებელ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობები, მოსწავლეების ეფექტურ მკითხველებად ჩამოყალიბებისა და სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობის პროცესში მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები. 
2. „საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა“ - 4 სთ. საკითხები: შემოქმედებითი კლუბები, ვებ-პროექტები, სადისკუსიო კლუბები და ა.შ. სამუშაო გეგმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები (მიზანი, მისაღწევი შედეგი, საქმიანობები, რესურსები, შემოწმების წყაროები, და ა.შ.), მათი დანიშნულება და დოკუმენტირება; მსმენელები შექმნიან ღონისძიებათა გეგმის მონახაზები და იმსჯელებენ მათ მნიშვნელობაზე. 
მსმენელები უზრუნველყოფილი არიან საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.
ტრენინგის მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. 
სკოლის ბიბლიოთეკართა პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.