ბათუმის №1 საჯარო სკოლის ისტორიის მუზეუმი გაიხსნა

2018 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა სკოლის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 
სკოლის მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე თეონა ბერიძე. 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები. 
სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე.
სკოლის მუზეუმის საზეიმო გახსნაზე მიწვეული იყო აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ის ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. მან სკოლის მუზეუმს სამახსოვრო ექსპონატები გადასცა - ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის 90 და 100 წლისთავის აღსანიშნად გამოცემული სამკერდე ნიშნები.
ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა 1881 წლის 12 მარტს ილია ჭავჭავაძისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაიხსნა.