საგნობრივი ვორქშოფები აჭარის მაღალმთიანეთის პედაგოგებისათვის

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს (საგნობრივ ვორქშოფებს), სადაც წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. ვორქშოფებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. 
ვორქშოფის პროცესში მისი მონაწილები შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ. 
სამუშაო შეხვედრები ასევე არის მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალში, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება. კოლეგებთან სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის მასწავლებელს ენიჭება 0,5 კრედიტი. 
2018 წლის  24 ნოემბერს ჩატარდა სამი ვორქშოფი.  
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი თემაზე:  სამოდელო გაკვეთილი: “XX ს-ის ხელოვნება - მხატვრული მიმდინარეობა ფოვიზმი”.ჯამში 2 საათი, ტრენერი ხათუნა ლომაძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა);
- დაწყებითი განათლება, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი თემაზე: სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში: ,,შეკრება-გამოკლება 10-ის ფარგლებში. გეომეტრიული ფიგურები“. I კლასი; 2 საათი.  ტრენერი - ლეილა წულუკიძე; (დაბა ხულოს საჯარო სკოლა);
- დაწყებითი განათლება, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „ოსტატის საიდუმლო“ გიორგი ნატროშვილი, 2 საათი, ტრენერი ნინო მალაზონია (დაბა ხულოს საჯარო სკოლა);
ვორქშოფების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. 
სამუშაო შეხვედრები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში განხორციელდება და ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.