ინკლუზიური განათლების ტრენინგი ხულოს სკოლების ადმინისტრაციისათვის

2018 წლის 23-25  ნოემბერს დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ბათუმის მასწავლებლის სახლმა  დაგეგმა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრთან  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული ტრენინგ-კურსი ინკლუზიურ განათლებაში  - „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის“.
ინკლუზიური განათლების მიზნებია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. სკოლამ სათანადო პირობები უნდა შექმნას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება. 
ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერი - ლელა თავდგირიძე.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 
ინკლუზიური განათლების არსი; სკოლის მართვის პროცესში ინკლუზიური ღირებულებების არსებობის მნიშვნელობა; სკოლაში ინკლუზიური განათლების პროცესის მიმდინარეობის შეფასების მექანიზმები; ინკლუზიური განათლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის სკოლის, რესურს ცენტრის და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის მექანიზმების მნიშვნელობა; სკოლის მართვის პროცესში გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა და მასწავლებლების და/ან სპეციალური მასწავლებლების მოტივირება ყველა მოსწავლესთან, მათ შორის სსსმ და შშმ პირებთან მუშაობის პროცესში. 
ტრენინგში მონაწილეობენ ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების ადმინისტრაციის წევრები: დირექტორი, დირექტორის მოადგილე. 
ტრენინგ-პროგრამის მოცულობა ECTS კრედიტებისა და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით არის 20 საათი: 12 საკონტაქტო და 8 დამოუკიდებელი მუშაობის საათი.
ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად  გაიცემა ცნობა.
მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.
ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრები თანამშრომლებისათვის“ ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის (დირექტორი, მოადგილე) და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის.