ხელვაჩაურის მასწავლებელთა IV მუნიციპალური კონფერენცია

2018 წლის 22 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა მეოთხე მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით - „ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“. 
კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნევრესტან დიდმანიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე. 
კონფერენციის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ- პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. 
კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. 
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია.წარმოდგენილი იყო 15 მოხსენება. 
სექციურ მუშაობას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნინო ვაშალომიძე, თალიკო ჯაყელი, ქეთევან ბასილაძე, ნანა ვარდმანიძე, ნიკოლოზ იმედაიშვილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა ნაშრომებმა კარგი შეფასებები დაიმსახურა. ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.