ინკლუზიური განათლების ტრენინგი ბათუმის პედაგოგებისათვის

ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა 2018 წლის ტრენინგები ინკლუზიურ განათლების მოდულში - „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“. 
2018 წლის 1-12 და 8-9 დეკემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგებს ატარებდა ინკლუზიური განათლების მიმართულების  ტრენერი - თამარ გოგიშვილი  ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების სქემაში ჩართული პედაგოგები. 
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა პედაგოგიური შეფასება; ეროვნული სასწავლო გეგმა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; პრობლემური ქცევის მართვა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართვის გზები და სწავლების სტრატეგიები; ადაპტირებული გაკვეთილები. 
ტრენინგის ხანგრძლივობაა 20 საკონტაქტო და 10 დამოუკიდებელი მუშაობის საათი, რაც შეადგენს 1 ECTS კრედიტს. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ დამადასტურებელ ცნობას. 
ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო და მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. 
2019 წლიდან ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად გაგრძელედება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.