ურთიერთთანამშრომლობის მესამე მემორანდუმი

2018 წლის 8 ნოემბერს შედგა შეთანხმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის შევიდეს ცვლილება 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში. ამ გადაწყვეტილებას ხელი 2018 წლის 21 დეკემბერს აჭარის პედაგოგთა V კონფერენციაზე მოეწერა.
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო ცენტრისგან სარგებლობის უფლებით ტრენინგ-მოდულებს მიიღებს, რომლის მიხედვითაც სამინისტრო პედაგოგებისთვის  პროფესიული განვითარების ტრენინგებს გაუწევს ორგანიზებას. 
პედაგოგების პროფესიული ზრდისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.
აჭარის განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის პირველი მემორანდუმი 2013 წლის 20 აგვისტოს, ხოლო მეორე მემორანდუმი 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა.