ინკლუზიური განათლების ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

2019 წლის 22-24 თებერვალს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლების შესავალი“, 12 საკონტაქტო საათი. 
ტრენინგს ატარებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ეროვნულ;ი ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენერი - ნანი ნათელაშვილი.
ტრენინგის მსმენელები არიან აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. ტრენინგზე განხორციელებული ჯგუფური აქტივობები დაეხმარება მონაწილეებს ინკლუზიური განათლების ფილოსოფიის გააზრებაში.  
პარალელურად ბათუმის მასწავლებლის სახლში  2019 წლის 19 თებერვალს დაიწყო გრძელვადიანი სპეც.კურსი აჭარის სკოლების სპეც.მასწავლებლებისათვის.
ტრენინგს ატარებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ეროვნულ;ი ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენერი - თამარ ნაკაიძე.
22 თებერვალს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებს ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.