შეხვედრა ერგეს სკოლის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბში

2019 წლის 27 თებერვალს ჩატარდა ერგეს საჯარო სკოლის "ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის" მორიგი შეხვედრა. კლუბის ხელმძღვანელია სკოლის ბიოლოგის მასწავლებელი ნანა ვარდმანიძე. კლუბში გაწევრიანებულია სხვადასხვა ასაკის 25 მოსწავლე 7-10 კლასებიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებელის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მასწავლებლის სახლის საგნობრივი კონსულტანტები: თია ციცხვაია და გიული მიქელაძე; სკოლის დირექტორი - მარად არძენაძე და დირექტორის მოადგილე - ამირან ბოლქვაძე.
შეხვედრის მიზანი იყო პრობლემაზე და კვლევაზე ორიენტირებული სახალისო ექსპერიმენტების დაგეგმვა, ჩატარება, ანალიზი. ჩატარდა შემდეგი აქტივობები:
1. "ვინ ვარ მე და რატომ ვარ აქ" -- გავეცნოთ სტუმრებს.
2. "მოლოდინების ხე" - რას ველოდებით;
3. "ქინძისთავები ჭიქაში" --- სახალისო ფიზიკა;
4." კვერცხი ბოთლში" -- გადავჭრათ პრობლემა;
5. ' ქიმიური იო-იო" -- რა მაგარია ქიმია.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. 
მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოადგინეს საკუთარი თავი - "ვინ ვარ მე და რატომ ვარ აქ"...აღნიშნეს, რომ ისინი ხალისით მოდიან კლუბის შეხვედრაზე. აქ მათთვის კომფორტული გარემოა, სადაც სწავლობენ კომუნიკაციას სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან, ჯგუფში მუშაობას, თანამშრომლობას, ექსპერიმენტების ჩატარებას, მსჯელობას, პრეზენტაციების გაკეთებას, დასკვნების გამოტანას, პრობლემის გადაჭრას და რაც მთავარია სიყვარულს და პატივისცემას.
შემდეგ მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტები. ყველა ექსპერიმენტი იწყებოდა: 
იფიქრეთ: 
*რა მოხდება?( გამოთქვამდნენ ვარაუდებს), 
*ატარებდნენ ექსპერიმენტებს- რა მოხდა? (აღწერდნენ პროცესს) 
* ჯგუფში მსჯელობდნენ- რატომ მოხდა? (აკეთებდნენ დასკვნებს).
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა: ლალი ლომთათიძე , თეა ციცხვაიამ და გიული მიქელაძემ შეხვედრის სტუმრებმა დადებითი შეფასება მისცეს კლუბის საქმიანობას. მათ აღნიშნეს, რომ მაღალი იყო მოსწავლეთა აქტიურობა, ჩართულობა, ინტერაქცია, ჩანდა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კვლევითი და სოციალური უნარები. სტუმრებმა წარმატება უსურვეს კლუბის წევრებს შემდგომ საქმიანობაში, მადლობა გადაუხადეს როგორც მოსწავლეებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელს ნანა ვარდმანიძეს შეხვედრის საინტერესოდ ორგანიზებისათვის.