უცხოეთში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 9 და 10 მარტს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ისტორიის, 3 გეოგრაფიისა და 3  სამოქალაქო განათლების პედაგოგი. 
უცხოეთში სტაჟირების  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #121, სართული 1, აუდიტორია 2, ინდივიდუალურ  განრიგში  მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით. 
კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!!
კონკურსის მე-2 ეტაპის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით...