ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ტრენინგი ბათუმის მასწავლებლის სახლში

2019 წლის 11-17 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და განხორციელება“, 32 საკონტაქტო საათი. 
ტრენინგს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენერი - სოფიკო ცირგაია. ტრენინგის მსმენელები იყვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამარ გოგიშვილი, დალი თურმანიძე, ნინო მიქელაძე; აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. 
ტრენინგზე განხორციელებული ჯგუფური აქტივობები დაეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ ინკლუზიური განათლებისთვის გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა. კერძოდ, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ჯგუფის ფორმირების პროცესისა  და  მისი განვითარების სტადიების შესახებ; გააცნობიერებენ და  ისგ ჯგუფის წევრების როლსა და პასუხისმგებლობებას; ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას ისგ ჯგუფის ფორმირების და ფუნციონირებისთვის; მონაწილეები შეიძენენ თეორიული ცოდნას დანაკარგთან, ძლიერ სტრესთან განმკლავების ეტაპებს,  მშობელთან საუბრის ტექნიკებს, სენდვიჩის მეთოდს; მონაწილეები ასევე შეიძენენ ცოდნას სსსმ მოსწავლეების მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობისა და ასევე, ისგ ჯგუფში კონფლიქტების მართვის სტრატეგიებს შესახებ. 
მსმენელები ასევე შეისწავლიან ადაპტირებული გაკვეთილის სტრუქტურასა და მისი შედგენის ძირითადი პრინციპებს; ადაპტირებული გაკვეთილის არსს და მნიშვნელობას; გაეცნობიან სწავლების ეფექტიანი მეთოდებს: მულტისენსორული სწავლება და კეთებით სწავლება, კითხვის და წერის პროცესში მონაწილე სხვადასხვა მექანიმები და მათი დისფუნქციის გავლენა წერისა და კითხვის პროცესებზე.
15 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებს ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.