ტრენინგი - „რთული ქცევის მართვა“ ბათუმის მასწავლებლის სახლში

2019 წლის 29-31 მარტს და 1-5 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: „რთული ქცევის მართვა“. 
კურსის ხანგრძლივობა ჯამში შეადგენს 40 საკონტაქტო საათს და 20 დამოუკიდებელი მუშაობის საათს; სულ -  60 საათი. პროგრამის მოცულობა შეადგენს 2 კრედიტს.
ტრენინგს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენერი - მაია შაშვიაშვილი. 
ტრენინგის მსმენელები იყვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამარ გოგიშვილი, დალი თურმანიძე, ნინო მიქელაძე; აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნვნენ: რთული ქცევის მართვის თეორიულ საფუძვლებს, რთულ ქცევაზე მუშაობის სქემას და დაინახეს ლოგიკური კავშირები რთული ქცევის მართვის თითოეულ საფეხურსა და კომპონენტს შორის;
გააცნობიერეს  ქცევის მართვის პოზიტიური სტრატეგიების არსი და მისი მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში; გამოიმუშავეს რთული ქცევის იდენტიფიცირების, ანალიზის და ინტერვენციის დაგეგმვის უნარები;
შეიძინეს ინფორმაცია განვითარების ასაკობრივი საფეხურის შესატყვისი  საკლასო რუტინის და კლასის წესების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ; ასევე, გააცნობიერეს მათი მნიშვნელობა კლასის ქცევის მართვის დროს; მიიღეს  ცოდნა  მოზარდობის პერიოდში ქცევითი და ემოციური პრობლემების სპეციფიკისა და თავისებურებების შესახებ.
მსმენელებმა გაიაზრეს და გააცნობიერეს ცნებები: ,,ასერტიული მასწავლებელი’’, ,,ასერტიული ქმედება’’ და ,,ასერტიული რეაგირების ტექნიკები’’. მომავალში ისინი 
შეძლებენ მასწავლებელის  კონსულტაციას კლასში კონკრეტული მოსწავლის რთული ქცევის მართვასთან დაკავშირებით.
4 აპრილს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებდა ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.