უსინათლო და მცირე მხედველთათვის კომპიუტერის ხმოვანი პროგრამით სწავლების უფასო კურსი

   2019 წლის 5 აპრილს  აჭარის განათლების ფონდში უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების მიმართულებით შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ჯგუფი უსინათლო და მცირე მხედველ პირთათვის კომპიუტერის ხმოვანი პროგრამით სწავლების კუთხით. აღნიშნული კურსის სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყო 2018 წლის 4 ოქტომბრიდან. 

კურსის მიზანია ზემოთ აღნიშნულ მსმენელთათვის ხმოვანი პროგრამის მეშვეობით საოფისე პროგრამების სწავლება, კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და საჭირო უნარების სწავლება, ინტერნეტ სივრცის ათვისებისა და საჭირო ინფორმაციის მოპოვების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.