შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე სტუმრად განათლების ფონდში

2019 წლის 8 აპრილს ა(ა)იპ "აჭარის განათლების ფონდს" ეწვია, 2017 წელს ქართველ მუჰაჯირთა მიერ სტამბულში დაარსებული"შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ასოციაციის" თავმჯდომარე ქალბატონი სეზენ გონენჩ ოქჯანი, რომელიც დიდი სიამოვნებით დაესწრო ქართული ენის გაკვეთილს.

ქართული ენის უფასო კურსი "აჭარის განათლების ფონდში" საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა 2018 წლიდან და მიზნად ისახავდა ქართული ენის  სწავლებას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისთვისაც ქართული არ წარმოადგენს მშობლიურ ენას. მიმდინარე პერიოდში აღნიშნული კურსის ფარგლებში შექმნილია 4 ახალი ჯგუფი და ენას ეუფლება 53 მსმენელი.