ქობულეთის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა კონფერენცია

2019 წლის 23 აპრილს ქ. ქობულეთის მუზეუმში ჩატარდა განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა კონფერენცია - "ქართული ქართველთ რწმენაა". კონფერენციის გახსნამდე ქობულეთის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. მუზეუმში ასევე გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნახატები „დედა ენის“ დღესთან დაკაშირებით. მასწავლებელთა კონფერენციის მიზანი იყო სკოლებში განათლების დაწყებითი საფეხურზე მშობლიური ენის სწავლა - სწავლების ხელშეწყობა და სწავლების მეთოდოლოგიური გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია გახსნა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მან ყველას წარმატება უსურვა და დამსწრეებს ექსპერტები წარუდგინა: აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერები - ნინო მალაზონია, მზია სალაძე და ნინო ვაშალომიძე. კონფერენციას ასევე ესწრებოდა ბათუმის მასწავლებლის სახლის პროფესიული უნარებისა და სახელოვნებო საგნების კოორდინატორი - ირმა მახარაძე. სულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 10 მოხსენება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის 9 მასწავლებელმა. მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებებში ყურადღება გამახვილებული იყო მშობლიური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებზე. თითოეული მოხსენების შემდეგ იმართებოდა 5-წუთიანი დისკუსია. დასასრულს, კონფერენციის მონაწილეები შეაფასეს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერებმა. კონფერენციის ყველა მომხსენებელს მონაწილის სერტიფიკატი გადაეცა.