კატასტროფების შემცირების სწავლების ტრენინგები შუახევის სკოლებში

2019 წლის 13-14 და 20-21 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის  მასწავლებლის სახლმა) შუახევის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში (ნენია, დღვანი და მაწყვალთა) დაგეგმა  ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’.
ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე (დღვანის საჯარო სკოლა), ნინო ტავლალაშვილი (ნენიის საჯარო სკოლა), ნანა ვარდმანიძე (მაწყვალთის სკოლა).
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები გაეცვნენ მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები იმუშავებენ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ  სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად. 
20 აპრილს შუახევის სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. 
ისინი  აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს. გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.