ტრენინგი - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები “

2019 წლის 7 აპრილიდან ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაიწყო ტრენინგ-პროგრამის: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები “; მესამე მოდულის: „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“.
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე. 
ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი. ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად. 
 
მოდულის  მიზნებია: ხელს შეუწყობს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. 
ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება გააცნობიერონ თანამშრომლობითი კულტურისა და კრიტიკული მეგობრობის დამკვიდრების მნიშვნელობა მათი პროფესიული განვითარებისათვის; შეძლონ პორტფოლიოს წარმოება თავიანთი პროფესიული გამოცდილების დოკუმენტირებისა და პროფესიული ზრდის დემონსტრირების მიზნით.
ტრენინგების განხორციელება პარალელურად დაიწყო ბათუმის მასწავლებლის სახლში და აჭარის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კობახიძე, ქეთევან ბასილაძე, როინ ნაკაიძე, თალიკო ჯაყელი, თამთა კვარაცხელია, ქეთევან პაპავა, დავით ჩხაიძე, ხათუნა ტოტოჩავა, ნინო დონდოლაძე.
ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ბათუმში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
ტრენინგს ეტაპობრივად გაივლის აჭარის სკოლებიდან აღნიშნულ მოდულზე დარეგისტრირებული ყველა პედაგოგი.