ტრენინგი - ,,ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება’’

2019 წლის 4-5 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამის ტრენინგ-მოდული: ,,ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება’’, 10 საკონტაქტო საათი. 
ტრენინგს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენერი - ელზა ხუხუნაიშვილი. 
ტრენინგის მსმენელები იყვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამარ გოგიშვილი, ინგა ზარანდია, ლელა თავდგირიძე, დალი თურმანიძე, ნინო მიქელაძე; აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები. 
ტრენინგის მონაწილეებს საშულება ქონდათ გაეაზრებინათ პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობის/არსი; შეიმუშავეს „ტრანზიციის“ კონსოლიდირებული დეფინიცია; განსაზღვრეს ტრანზიციის ხელშემწყობი აქტივობები და სასარგებლო რესურსები პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტირებისას; გაეცვნენ ინდივიდუალური ტრანზიციის პროცესის და იტგ-ს,   ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმის ფაზებს, და შეადგინეს იტგ. 
ტრენინგის პრაქტიკული დავალებების მიზანია მონაწილის მიერ ტრენინგზე განხილული საკითხების გადატანა პრაქტიკაში. დავალებები დაეხმარება მონაწილეს მობილიზებასა და საკუთარი პრაქტიკის ანალიზში ტრანზიციის პროცესთან მიმართებით; ტრანინგზე განხილული საკითხების მოსინჯვაში და საკუთარი მხრიდან ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმაზე მუშაობის პროცესის დანერგვაში.  
4 მაისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებდა ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.