ქიმიისა და ფიზიკის ექსპერტთა მასტერ-კლასები

2019 წლის 18 და 19 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ექსპერტთა მასტერ კლასები ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლებისათვის. 
ქიმიის მასტერ-კლასს - “სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე” უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ნათია არაბული.
მასტერ-კლასის მიზანი იყო - სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე. კერძოდ, პედაგოგები გაეცვნენ დიფერენცირებას: შინაარსის, პროცესის, პროდუქტის მიხედვით. 
მასტერ-კლასზე დეტალურად იყო განხილული:
ა) დიფერენცირება პროცესის მიხედვით - გაჩერებებით სწავლება ქიმიის კონკრეტული საკითხების მაგალითზე. პედაგოგები ჯერ გაეცვნენ ამ მიდგომის გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვის ნიმუშს, ხოლო შემდეგ თვითონ დაგეგმეს ანალოგიურ გაკვეთილს უკვე დამოუკიდებლად. დაგეგმვის პროცესში აქტივობები დაუკავშირეს 8 სამეცნიერო პრაქტიკას.
ბ) დიფერენცირება შინაარსის მიხედვით - ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა ხარისხის სირთულით მიწოდება.
მონაწილეები ასევე გაეცვნენ  პროექტის ფარგლებში შექმნილ ქართულენოვან რესურსს (http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/310397.pdf )  - “განმავითარებელი შეფასება დიფერენცირებული სწავლება”.
ფიზიკის მასტერ-კლასს - „სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენება ფიზიკის სწავლებისას“ უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ზურაბ ბერია.
მასტერ-კლასის მიმდინარეობისას პედაგოგები გაეცვნენ იმ საკითხებს, რომლებმაც ყველაზე მეტი დაინტერესება გამოიწვია ამ ტრენინგებზე - ეს შეეხება, განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს ფიზიკის სწავლებისას, აქტიური სწავლების იმ მეთოდებს და მიდგომებს, რომლებიც საკმაოდ დატვირთული ზოგადი თუ საგნობრივი მოდულების მიღმა დარჩა, ცოცხალი და ვირტუალური ლაბორატორიის ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში, დისტანციური სწავლების მეთოდებს. 
ასევე გაეცვნენ უახლესი კვლევების შედეგებს, რომლებიც ნათლად დაგვანახებს ფიზიკის სწავლებაში არსებულ რეალურ მდგომარეობას ჩვენ ქვეყანაში. გაეცნობიან იმ სიახლეებს რაც დაანონსდა განათლების მიმართულებით და იმ გამოწვევებს, რის წინაშეც მოუწევთ დადგომა მასწავლებლებს.
მასტერ-კლასები ჩატარდა კონკრეტული აქტივობებისა და საკითხების ფონზე, რომლებშიც პედაგოგები თავად მიიღეს მონაწილეობა და შედეგად ისინი ახალი პრაქტიკული ცოდნით და ახალი მეთოდიკით შეარაღებულნი დაუბრუნდებიან თავიანთ სასკოლო გარემოს.
მასტერ კლასების მიზნობრივი ჯგუფები საჯარო და კერძო სკოლებში  მოქმედი მასწავლებლებია. ხანგრძლივობა - 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრულია 20 მსმენელით. 
ორივე დღეს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და ირმა მახარაძე.