OXFAM და Save the Children in Georgia ერთობლივი პროექტი:

2015 წლის 16 ივლისს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში მოეწყო ორგანიზაციების - OXFAM და Save the Children in Georgia ერთობლივი პროექტის: "კატასტროფების რისკის ხელშეწყობის შემცირება", III ფაზა - განხილვა.
ღონისძიებაზე წარმოადგინეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე წარმატებული პრაქტიკის შესახებ ნაბეჭდი მასალა და მოეწყო სურათების გამოფენა.
ორგანიზაციების - „ოქსფამი“ და „გადავარჩინოთ ბავშვები“ პროექტები ხორციელდება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის (Europian Commision – Directorate General – Humanitarian Aid and Civic Protection – ECHO) ფინანსური მხარდაჭერით, „კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ დაუცველ ჯგუფებსა და ინსტიტუტებში -  III ფაზა“ (DIPECHO – III) პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთში.
პროგრამის მიზანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის კულტურის გაზრდა ყველა დონეზე; ადგილობრივი მოსახლეობის, სკოლების, საგანმანათლებლო და ეროვნული ინსტიტუტების მოწყვლადობის შემცირება სტრატეგიის მომზადებაში ხელშეწყობით, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ იყვნენ მზად, შეამცირონ და მოახდინონ რეაგირება ბუნებრივ კატასტროფებზე. 
საქართველოში პროგრამა ხორციელდება ევროკომისიის, DIPECHO-ს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემცირების საკითხზე მომუშავე მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.