ტრენინგები - “ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება”

2019 წლის 8-9 ივნისს აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის ორგანიზებით ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში ჩატარდა ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის ტრენინგ-მოდული: “ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება". 
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების ტრენერები: ლელა თავდგირიძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი), თამარ გოგიშვილი (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა), დალი თურმანიძე და ნინო მიქელაძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა). 
ტრენინგის მონაწილეებს საშულება ქონდათ გაეაზრებინათ პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობის/არსი; შეიმუშავეს „ტრანზიციის“ კონსოლიდირებული დეფინიცია; განსაზღვრეს ტრანზიციის ხელშემწყობი აქტივობები და სასარგებლო რესურსები პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტირებისას; გაეცვნენ ინდივიდუალური ტრანზიციის პროცესის და იტგ-ს, ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმის ფაზებს, და შეადგინეს იტგ. 
ტრენინგის პრაქტიკული დავალებების მიზანია მონაწილის მიერ ტრენინგზე განხილული საკითხების გადატანა პრაქტიკაში. დავალებები დაეხმარება მონაწილეს მობილიზებასა და საკუთარი პრაქტიკის ანალიზში ტრანზიციის პროცესთან მიმართებით; ტრანინგზე განხილული საკითხების მოსინჯვაში და საკუთარი მხრიდან ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმაზე მუშაობის პროცესის დანერგვაში. 
9 ივნისს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებდა ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. შემოდგომიდან ინკლუზიური განათლების ტრენინგები ისევ განახლდება და ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.