უცხოეთში სტაჟირების კონკურსი საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლებისათვის

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგანთა  მასწავლებლების  შესარჩევ კონკურსს პოლონეთში, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის. 
კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ფიზიკის, 3 ქიმიის, 3 ბიოლოგიისა და 3 ბუნებისმეტყველების პედაგოგი (I-IV და V –VI კლ.) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ. 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებელს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრებში.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა (Copernicus Science Centre) და ფონდის - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation)  სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ საინტერესო მასტერ-კლასები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს...