პროფესიული უნარების ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის

აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლი სახლი იწყებს ტრენინგებს სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებითა და ზოგად პროფესიული უნარებში.
2019 წლის 18 ივნისს ბათუმში, ქობულეთში და ქედაში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგ-მოდული: "მოკლევადიანი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის პროფესიულ უნარებში".
18-20 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში  ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები - თამთა კვარაცხელია და მირანდა გორგოშიძე; ხოლო  ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ტრენერი - ნათია ფხალაძე. 
21-23 ივნისს დაბა ქედის საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა - თამთა კვარაცხელია.
ეს ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე. 
ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.