დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა ტრენინგები აჭარის მუნიციპალიტეტებში

ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები, კერძოდ განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული ტრენინგ-მოდული: "ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება" (I-IV კლ.); 24 საკონტაქტო საათი. 18-21 ივნისს დაიგეგმა ტრენინგები ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის სკოლების განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) მასწავლებელთა ორი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო მალაზონია (დაბა ხულოს საჯარო სკოლა); ნინო ვაშალომიძე (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა) ; დალი თურმანიძე (დაბა შუახევის საჯარო სკოლა); მზია სალაძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა). ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებული გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას სამივე მიმართულებით: ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელები დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის. 18-21 ივნისს დაიგეგმა ტრენინგები ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) მასწავლებელთა ორი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო მალაზონია (დაბა ხულოს საჯარო სკოლა); ნინო ვაშალომიძე (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა) ; დალი თურმანიძე (დაბა შუახევის საჯარო სკოლა); მზია სალაძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა). ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.