ქართული ენის (1-6 კლ.) საგნობრივი ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა  სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით ტრენინგების ჩატარება დაიწყო.
ამ ეტაპზე ბათუმსა და ქობულეთში დაიგეგმა ტრენინგ-მოდული: „მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის დაწყებითი საფეხურის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV და V –VI კლასების პედაგოგთათვის)“. ტრენინგის ხანგრძლივობა: 16  საკონტაქტო საათი.   
26-28 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგს ატარებდა ტრენერი - მარიზა აბაშიძე.  27-29 ივნისს ქობულეთის 1-ელ საჯარო სკოლაში ტრენინგს ატარებდა ტრენერი - ხათუნა ღაღანიძე.
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზეტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ტრენინგის მონაწილე ფასდება ტრენინგზე შემაჯამებელი დავალების (ესეს) საფუძველზე, განმავითარებელი კომენტარების მიცემის მიზნით. შემაჯამებელი დავალება - 40 ქულა.
28 ივნისს ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე. 
ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.