I-IV კლასების პედაგოგთა საგამოცდო ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული ტრენინგ-მოდული: "ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება" (I-IV კლ.); 24 საკონტაქტო საათი. 
29-30 ივნისსა და 1-2 ივლისს დაიგეგმა ტრენინგები შუახევის, ქედისა და ქობულეთის სკოლების განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) მასწავლებელთათვის. 
ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები:  ნინო მალაზონია (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა) ; დალი თურმანიძე (დაბა შუახევის საჯარო სკოლა); ნინო ვაშალომიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა).
2-5 ივლისს  დაიგეგმა ტრენინგი ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების დაწყებითი საფეხურის ტრენერებისათვის. ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგს ატარებდა ტრენერი - მზია სალაძე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებული გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას სამივე მიმართულებით: ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. 
ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელები დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
3 ივლისს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.