1- 6 კლასების მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსებს გამოცდაზე დარეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკოსი და მაძიებლის სტატუსის მოქნე მასწავლებლებისათვის.
2019 წლის ბათუმის მასწავლებლის სახლში 6 - 8 ივლისს დაიგეგმა და ჩატარდა: 
- მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა  და მასწავლებლობის
მაძიებლებისთვის დაწყებითი საფეხურის მათემატიკაში (I-IV და V –VI კლასების პედაგოგთათვის), ტრენერი ეკატერინე თურმანიძე;
- ზოგადი კურსი პრაქტიკოსი და მაძიებლობის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის ბუნებისმეტყველებაში (1-4; 5-6 კლ.); ტრენერი თამილა თალაკვაძე; 
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. მათ ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა, შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. 
ტრენინგებზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.