საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების ვარშავაში სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული საბუნებისმეტყველო საგანთა  მასწავლებლების ქ. ვარშავაში სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 18 და 19 ივლისს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ფიზიკის, 3 ქიმიის, 3 ბიოლოგიისა და 3  ბუნებისმეტყველების პედაგოგი (I-IV და V –VI კლ.). 
უცხოეთში სტაჟირების  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #121, სართული 1, აუდიტორია 2, ინდივიდუალურ  განრიგში  მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით. 
კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!!
კონკურსის მე-2 ეტაპის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით...