ტრენინგები ინგლისურისა და გეოგრაფიის პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის

2019 წლის ბათუმის მასწავლებლის სახლში 12 - 14 ივლისს დაიგეგმა და ჩატარდა: „მოკლე კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა  და მაძიებლებისთვის გეოგრაფიაში“; ტრენერი ლუიზა რევიშვილი.
ხოლო 16-18 ივლისს ჩატარდა „ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში“; ტრენერი დალი აბურჯანია; 
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. მათ ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა, შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. 
ტრენინგებზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე.