ტრენინგი „ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება ფიზიკაში“

2019 წლის 12-13 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა - დავით სონღულაშვილმა ფიზიკის პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენინგი ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენების შესახებ ფიზიკის გაკვეთილებზე. 
მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი ახალ სასწავლო წელს არის ვირტუალური ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და განათლების დაწყებითი საფეხურის პროგრამებით. ტექნიკა დამონტაჟდა  ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო საგანთა ლაბორატორიაში.
დავით სონღულაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების ავტორი. დამსწრე საზოგადოებას მან წარუდგინა უახლესი სასწავლო რესურსები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 
ტრენინგებს ასევე ესწრებოდნენ: განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი - ნატო გოგატიშვილი და ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკის ტრენერები: ქეთევან ბასილაძე და მერაბ გობაძე.
ლაბორატორიების რესურსებით და პროგრამებით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც, სასიკეთოდ აისახება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების პროცესზე.