ტრენინგი „ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება განათლების დაწყებით საფეხურზე“

2019 წლის 12  სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში განათლების დაწყებით საფეხურის პედაგოგებისათვის  (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მუსიკა, ხელოვნება) განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა - დავით სონღულაშვილმა  ჩაატარა ტრენინგი ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენების შესახებ. 
ვირტუალური ლაბორატორია არის ბათუმის მასწავლებლის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი ახალ სასწავლო წელს. ტექნიკა დამონტაჟდა  ბათუმის მასწავლებლის სახლის ლაბორატორიაში.
მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ლაბორატორიამ  საშუალება  უნდა  მისცეს  მასწავლებელს/მოსწავლეს  პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანდო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები.
ტრენინგს ესწრებოდნენ: განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი - ნატო გოგატიშვილი, ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი კოორდინატორები და განათლების დაწყებითი საფეხურისა და სახელოვნებო საგანთა ტრენერები.
ლაბორატორიების რესურსებით და პროგრამებით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც, სასიკეთოდ აისახება  საგნების სწავლა-სწავლების პროცესზე.