დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობის ტრენინგი

დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს მათ დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
      სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა, მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა. ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამიტომ, დამრიგებლის ფუნქციაა მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა.
2019 წლის 19-20 ოქტომბერს, ბათუმის მასწავლებლის სახლში, დაბა ქედასა და ქ. ქობულეთში დაიგეგმა და ჩატარდა  ტრენინგი კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობაზე. ტრენინგს ატარებდნენ ტრენერები: ნათია თავდგირიძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი), მარიზა აბაშიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა), ანა ლორია (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა).
ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა” მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; კლას-საათის დაგეგმვა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. მოდული ასევე ითვალისწინებს საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის.
ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.