კლასკომპლექტში სწავლების ტრენინგები ხულოსა და შუახევში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლების კლას-კომპლექტში 1 000-ზე მეტი მასწავლებელი ასწავლის. აღნიშნული სკოლების პედაგოგების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა კლას-კომპლექტში სწავლების შესახებ ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რადგანაც მსგავსი სწავლება მათ არასოდეს არ გაუვლიათ.  
2019 წლის 19-20 და 26-27 ოქტომბერს, ხულოსა და შუახევის პედაგოგებისათვის დაიგეგმა და ჩატარდა ახალი ტრენინგი კლასკომპლექტში სწავლების ხელშეწყობაზე. 
ტრენინგ-კურსი - „კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა“ მოიცავს 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ოთხი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
მსმენელები ეცნობიან და მიმოიხილავენ კლას-კომპლექტების თავისებურებებს, კლასის ორგანიზების ფორმებს, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; გაკვეთილის დაგეგმვას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.
ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: დალი თურმანიძე (დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლა) და ლეილა წულუკიძე (დაბა ხულოს საჯარო სკოლა).
აღნიშნული ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.