დაიწყო ტრენინგი -„სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა“

ბათუმის მასწავლებლის სახლმა განაახლა  ტრენინგ-პროგრამა - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“. ამჯერად დაიწყო მესამე  მოდულის - „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ ჩატარება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. ტრენინგები პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის მასწავლებლის სახლში და აჭარის მუნიციპალიტეტებში. 
2019 წლის 2 და 3 ნოემბერს ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კობახიძე, ქეთევან ბასილაძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი); ქეთევან პაპავა (დაბა ხულოს საჯარო სკოლა); თინათინ კავაჭაძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა); თამთა კვარაცხელია, თალიკო ჯაყელი (ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა); როინ ნაკაიძე (დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლა).
მესამე მოდულის  მიზნებია: ხელს შეუწყობს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე. ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი. 
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.
2 ნოემბერს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ბათუმში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.