ახალი ეტაპი უცხო ენების უფასო შემსწავლელ კურსებზე

2019 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო ახალი 30-ე ეტაპი უცხო ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) უფასო შემსწავლელ კურსებზე. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში სულ შეიქმნა 21 ინგლისური ენის ჯგუფი: 19 - ქალაქ ბათუმში და 2 - ხულოს მუნიციპალიტეტში, 7 რუსული ენის ჯგუფი: 6 - ქალაქ ბათუმში, 1 - შუახევის მუნიციპალიტეტში, 2 გერმანულისა და 2 ფრანგული ენის ჯგუფები.