დასრულდა ტრენინგი -„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“

2019 წლის 16 -17 ნოემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ტრენინგ-პროგრამა - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“. 
პირველი მოდული - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ დაიგეგმა მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებელთათვის.
მესამე მოდული:  „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ პარალელურად ჩატარდა აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. 
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ქეთევან ბასილაძე, ქეთევან პაპავა, დავით ჩხაიძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი); ნატო ზამთარაძე, თინათინ კვაჭაძე (ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა); ნუკრი კობახიძე, როინ ნაკაიძე (დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლა); ლუიზა რევიშვილი, თალიკო ჯაყელი (დაბა ხულოს საჯარო სკოლა).
ტრენინგ-პროგრამის  მიზნებია: 
-    მონაწილეებმა შეძლონ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების იდენტიფიცირება; თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტების გამოყენება; 
-    მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით დიფერენცირებული მიდგომის შემუშავება; 
-    მონაწილეებმა შეძლონ მოსწავლეებში მოტივაციის შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობის ახსნა; მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება. 
-    მასწავლებელმა შეძლოს: მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების სასწავლო პროცესში გათვალისწინება; კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი პრინციპების გაკვეთილზე გამოყენება, რაც მოსწავლეებს ახალი ცოდნის აგებასა და ახლებური შეხედულებების ჩამოყალიბაში დაეხმარება.
-    ხელს შეუწყოს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; 
-    გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; 
-    გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. 
თითოეული ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე. ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი. 
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.
16  ნოემბერს ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ბათუმში ტრენინგების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.