დამრიგებლის საქმიანობის ტრენინგები დასრულდა

2019 წლის 16-17 ნოემბერს, ხულოსა და ბათუმში დაიგეგმა და ჩატარდა  ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა”. კურსი მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და ანა ლორია (დაბა ხულოს საჯარო სკოლა).
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 
•    კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; 
•    სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; 
•    კლას-საათის დაგეგმვა; 
•    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; 
•    მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; 
•    ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. 
მოდული ასევე ითვალისწინებდა საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის.
16 ნოემბერს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ადგილზე მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობის ტრენინგი 2020 წლიდან გაგრძელდება და ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.