ტრენინგი „აქროლადი ორგანული ნაერთების VOCs  გაფრქვევების ინსპექტირება“

2020 წლის 20 იანვარს ა(ა) იპ აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მხარდაჭერა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი აქროლადი ორგანული ნაერთების VOCs  გაფრქვევების ინსპექტირების საკითხზე.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორები.