ლაბორატორიული ტრენინგი ქიმიის მასწავლებლებისათვის

24 იანვარს და 25-26 იანვარს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო საგანთა ლაბორატორიაში ქიმიის მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგ-პროგრამის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ მოდულები.
* 24 იანვარს – “უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში“; 6 სთ. 
* 25- 26 იანვარს, „სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლებაში“ – 10 სთ. 
ტრენინგებს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - ნათია არაბული.
ტრენინგის მიზნებია: დაეხმაროს მონაწილეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობის გააზრებაში, დაანახოს მათ ექსპერიმენტების ჩატარების მნიშვნელობა ქიმიის სწავლა-სწავლებაში, შეძენილი რესურსების გამოყენების შესაძლებლობები, აჩვენოს ამ რესურსების გამოყენებით სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა. 
მონაწილეები გაეცვნენ 21-ე საუკუნის მთავარი გზავნილის - უსაფრთხო ცდების ჩატარების - ძირითად მიდგომებს, მწვანე ქიმიის პრინციპებს, გააცნობიერებენ, რომ მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება უნდა მოხდეს სისტემურად - ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ჭრილში, როგორებიცაა გარემოს დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები, ადამიანის ჯანმრთელობა. 
24 და 25   იანვარს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.