ყურადღება!!! გერმანიაში სტაჟირების კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის!

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების (V – XII კლ.) შესარჩევ კონკურსს გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ქ. ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის. 
კონკურსის შედეგად შეირჩევა  ქართული ენისა და ლიტერატურის (V – XII კლ.) 10 პედაგოგი  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება  განხორციელდება  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ. 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებელს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ უნივერსიტეტში.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ვიზიტის პერიოდში:  დაათვალიერონ ფრანკფურტის უნივერსიტეტი, შეხვდნენ  ადმინისტრაციას; მოინახულონ ფრანკფურტის უნივერსიტეტის კამპუსი და ფრანკფურტის საჯარო ბიბლიოთეკა; მოისმინონ ლექცია "დიგიტალური ქართველოლოგია - სწავლების ახალი პერსპექტივები"; სემინარი თემაზე "ქართული საბაზისო ლექსიკური ფონდი", დაესწრონ ქართული ენის ეროვნული კორპუსის პრეზენტაციას და რუსთაველის კაბინეტის პრეზენტაციას. მათ ასევე ექნებათ ვიზიტი ფრანკფურტის ქართულ საკვირაო სკოლაში და ქართველ მასწავლებლებთან შეხვედრა-დისკუსია. ასევე ჩაუტარდებათ პრაქტიკული სამუშაო:  „ლექსიკური ერთეულების კოლოკაციების  ძიება  ქართული ენის ეროვნულ კორპუსში“, ვორკშოფი თემაზე: "როგორ გამოვიყენო ქართული ენის ეროვნული კორპუსი სწავლებაში", სემინარი  თემაზე: "სწავლების თანამედროვე მეთოდები", ექსპერიმენტები  - „საკლასო სცენარები“ და „სცენარების პრეზენტირება“ და სხვა...
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს.......